суббота, 15 февраля 2014 г.

დღე მეექვსე

 ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს პროექტში ინტერნეტს; განვიხილეთ, როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით: როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, პროექტებზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

Комментариев нет:

Отправить комментарий