понедельник, 17 февраля 2014 г.

დღე მეცხრე

ტრენინგის დასაწყისში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტების  ფოლდერები, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი მასალები და დავიწყეთ  შემაჯამებელი პრეზენტაციები.გავეცანით მსმენელების მიერ შექმნილ საინტერესო ბლოგებს. გავითვალისწინებთ რჩევებს, რომლებიც მივიღეთ ტრენერისგან. შეძენილი ცოდნა დაგვეხმარება, ჩვენი მუშაობა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გავხადოთ. დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

დღე მერვე

ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, გვერდების დამატება, ბლოგის მმართველ პანელში გადასვლა, ფაილის ჩაშენება, პრეზენტაციების ჩაშენება,ასევე ინტერნეტში დოკუმენტების გაზიარება და საიტების ბმულების გაკეთება.ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემს კითხვებს ამომწურავად გაეცა პასუხები.

суббота, 15 февраля 2014 г.

დღე მეშვიდე

ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის . შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.   გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით. 

დღე მეექვსე

 ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს პროექტში ინტერნეტს; განვიხილეთ, როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით: როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით, რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნაშრომის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, პროექტებზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა. ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

воскресенье, 9 февраля 2014 г.

დღე მეხუთე


ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ. მოვახდინეთ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია. მივიღეთ სასარგებლო და საქმიანი რჩევები. განვიხილეთ სასარგებლო საიტები, საავტორო უფლებების ქაოსი. გავაკეთეთ ბუქმერკები და თეგები. ხათუნა, დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის. 

воскресенье, 2 февраля 2014 г.

დღე მეოთხე

გავეცანით პროექტის შეფასების გზებს, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა, მოვახდინეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია. ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღე იყო. ხათუნა, დიდი მადლობა!

суббота, 1 февраля 2014 г.

დღე მესამე



ვიმუშავეთ მეორე მოდულის პირველ და მეორე აქტივობებზე. ჩამოვაყალიბეთ განსახორციელებელი პროექტის მიზნები და ამოცანები. ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ავტვირთეთ Google drive-ში, გავაკეთეთ ერთმანეთის ნამუშევრების კომენტარები.